fbpx
Hereti FM

მერებაშვილმა დუბლით “ვისლას” ქულა მოუპოვა

208
Share Button

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.

ექსტრაკლასას მე-18 ტურში პლოცკის “ვისლა” კელცეში “კორონას” დაუზავდა – 2:2.

ამ შეხვედრაში, რომელსაც 5 326 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და მერებაშვილმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. ბოლო გოლი მან 90+1-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

მან პოლონეთის მიმდინარე პირველობის 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

“კორონას” ნახევარმცველი ვატო არველაძე განაცხადში არ იყო.

“ვისლა” 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 14 დეკემბერს კრაკოვის “ვისლას” მასპინძლობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი