კრიმინალიმსოფლიოსიახლეები

„სკოტლანდ იარდი“ ორი ადამიანის სიკვდილს რუსულ დაზვერვას უკავშირებს

„სკოტლანდ იარდი“ ბიზნესმენ ალექსანდრ პერეპელიჩნოვისა და სკოტ იანგის სიკვდილს რუსულ დაზვერვას უკავშირებს. ამის შესახებ THE SUNDAY TIMES-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის მტკიცებით, ბრიტანელმა გამომძიებლებმა ორ გახმაურებულ საქმეში რუსეთის შესაძლო კვალს მიაგნეს.

აღნიშნულ დასკვნამდე სკოტლანდ იარდის ანტიტერორისტული განყოფილება მივიდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული განყოფილება რუსული დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს იძიებს. მათი ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტების დიდ ბრიტანეთში ვიზიტები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც რუსეთთან დაკავშირებული სხვა პირებიც დაიღუპნენ.

ბიზნესმენი ალექსანდრ პერეპელიჩნი 2012 წელს ლონდონის გარეუბანში, დილის გასეირნების დროს დაიღუპა. ექსპერტიზამ პერეპელიჩნის ორგანიზმში იშვიათი ნივთიერების კვალს მიაგნო, რომელმაც სავარაუდოდ გულის არითმია გამოიწვია.

ბრიტანელი მეწარმე სკოტ იანგი კი, ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა. ის 2014 წელს ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მომხდარი თვითმკვლელობად შეაფასეს. თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, სიკვდილის დროს ადგილზე არსებული ყველა სათვალთვალო კამერა საწინააღმდეგო მიმართულებით იყო მიტრიალებული. ეს კი, მეტად საეჭვო გარემოებას ქმნიდა. ბრიტანელი ბიზნესმენის მეუღლე დღემდე მიიჩნევს, რომ სკოტ იანგი მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button