კულტურამოზაიკა

მის მსოფლიო 2018-ის გამარჯვებული ვანესა პონსე დე ლეონი გახდა

მის მსოფლიოს რიგით 68-ე საერთაშორისო კონკურსის ფინალი, ჩინეთში ჩატარდა. საპატიო ტიტულისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 118 ლამაზმანი იბრძოოდა. საბოლოო ჯამში გამარჯვება 26 წლის მექსიკელმა ვანესა პონსე დე ლეონმა მოიპოვა.

კონკურსის დასკვნითი ეტაპი სამი საათი გაგრძელდა. თავდაპირველად, ჟიურის წევრებმა გვირგვინის 30 კანდიდატის სახელები გამოაცხადეს, მათ რიცხვში რუსი ლამაზმანი, ნატალია სტროევაც იყო რომელმაც, საუკეთესო 12 კანდიდატს შორის მოხვედრა ვერ შეძლო.

შერჩეული ხუთეულიდან კი გვირგვინი მის მექსიკას ხვდა წილად.ვანესას გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ინდოელმა მასუში ჩილარმა გადასცა.

ვანესა პირველი მექსიკელია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული მოიპოვა, თუმცა, ეს არ არის პირველი გამარჯვება, 4 წლის წინ „Mexico’s Next Top Model“ის გამრჯვებული გახდა, რამაც მის სამოდელო კარიერაში ზრდა განაპირობა.

https://www.instagram.com/p/BrBP-peAB_1/?utm_source=ig_embed

 

 

https://www.instagram.com/p/Bq6ImtwAXX4/?utm_source=ig_embed

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button