რეგიონისაქართველოსიახლეები

ზესტაფონის მცხოვრებლები მერს კორუფციაში ადანაშაულებენ

ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობამ მერიის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, კახა მახათაძის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ერთ-ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც მერს ძმა ჰყავს ჩართული და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისთვის, რაც მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითვალისწინებდა.

გოგლიჩიძე ასევე აცხადებს, რომ მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს ორ კვირაში 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებენ.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი, მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button