რეგიონისაქართველოსიახლეები

გრიგოლ ვაშაძე სოფელ ატოცში ჩავიდა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გაერთიანების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ატოცში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, სწორედ ამ მოძრაობის აქტიურობის შედეგად მოხერხდა ე.წ. ბორდერიზაციის შეჩერება. ვაშაძე ამბობს, რომ მნშვნელოვანია, გაგრძელდეს საზოგადოების აქტიურობა.

გრიგოლ ვაშაძე ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსაც ესაუბრა.

პოლიტიკოსების აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა. დავით ქაცარავას თქმით, ის ისურვებდა, რომ ყველა უმაღლესი რანგის პოლიტიკოსმა სოფელ ატოცში გახსნან საველე კაბინეტები და შეუერთდნენ ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ.

მოისმინეთ გრიგოლ ვაშაძის და დავით ქაცარავას ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button