საქართველოსიახლეები

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ – საქალაქო სასამართლომ მსოფლიო ბანის სარჩელის არსებითი განხილვა დღეიდან დაიწყო.

დავა მეორე წელია, მიმდინარეობს. ბურჭულაძე პოლიტიკოსს ცილისმწამებლური განცხადებების გამო უჩივის, თითქოს, ის საქველმოქმედო ფონდიდან თანხებს ითვისებდა.

„დღევანდელ პროცესზე ვერ მოვისმინე ვერანაირი განმარტება იმისა, თუ რატომ არ წარმოადგენს ბატონი კობა დავითაშვილის განცხადება ცილისწამებას. რატომ აქვს მას უფლება, უწოდოს პაატა ბურჭულაძეს “დამნაშავე”, “ქურდი”, “მიმთვისებელი” და რატომ არ უნდა დაეკისროს მას პასუხისმგებლობა.” – ამბობს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.

კობა დავითაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ კობა დავითაშვილის განცხადება ეფუძნებოდა ინტერნეტით გავრცელებულ პოსტ ტვ-ის სიუჟეტებს.

შემდეგი პროცესი 2019 წლის 5 თებერვალს ჩაინიშნა.

მოისმინეთ ადვოკატების, მარიამ ჩიქოვანის და გიორგი ჭიკაძის ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button