საქართველოსიახლეები

“45 სხდომიდან ნიკა მელია დაესწრო ორს და ორივეზე მოაწყო პროვოკაცია”

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ოპოზიციას აკისრებს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიამ შეგნებულად მოაწყო პროვოკაცია.

მოისმინეთ მამუკა მდინარაძის ხმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო, ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან “ქართული ოცნების” დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.

მსგავსი პოსტები

Back to top button