საქართველოსიახლეები

ოპოზიცია შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს. “ევროპულ საქართველოს” აინტერესებს, ასრულებენ თუ არა უწყებები რეკომენდაციებს, რომელიც ე.წ. ხორავას საქმის შესახებ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა.

ამ საკითხს პარტია დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავს.

მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტმა თავისი როლი ამ საქმესთან მიმართებაში შეასრულა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია.

მოისმინეთ “ევროპული საქართველოდან” სერგო რატიანის და “ქართული ოცნებიდან” ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button