მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“იენს სტოლტენბერგისა და მაიკ პომპეოს განცხადებები პროვოკაციულია”

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ გავრცელედა.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ (გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა) მთლიანობაში, აღიარებული იყო, როგორც სტაბილური. საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არის“, – ნთქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამიერკავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა „აშშ და ნატო-ს სამხედრო აქტიურობაა საქართველოს ტერიტორიაზე“.

„პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. ზუსტად ასეთმა უპასუხისმგებლო მესიჯებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა, დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა“, – დასძინეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button