საქართველოსიახლეები

“სავარაუდოდ, პრეზიდენტი აღარ გეგმავს შეწყალებას”

საქართველოს სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ შეწყალების აქტს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოსცემს.

ნინო ლომჯარია მოქმედი პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის ჩანიშნული სხდომა გააუქმა, სადაც მსჯავრდებულთა საქმეები უნდა განეხილათ.

ომბუდსმენი შეწყალების კომისიის წევრია, თუმცა მისთვის უცნობია, რა გახდა სხდომების გაუქმების მიზეზი, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. ნინო ლომჯარიამ არც ის იცის, იგეგმება თუ არა მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სხდომის ჩატარება. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, გიორგი მარგველაშვილი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს.

მოისმინეთ ნინო ლომჯარიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button