მნიშვნელოვანირეგიონი

“ნავი მინდა, რომ ბავშვი სკოლამდე მივიყვანო”, – სოფელ განათლებაში გზის დაგებას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განათლებაში, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს გზის დაგებას ითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირება პრეზიდენტის არჩვენების წინ მიიღეს და ახლა კონკრეტულ ქმედებებს ელოდებიან.

ლაგოდეხის მერიაში თქვეს, რომ სოფელში გზის პრობლემა შესაძლოა 2019 წელს მოგვარდეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 35 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და, როგორც ირკვევა, ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 14 მილიონის ათვისება შეძლეს.

დანარჩენი 21 მილიონი ლარი გაუხარჯავი დარჩა.

ის, რომ კახეთის რეგიონში იფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი გაუხარჯავი დარჩა, მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეებისთვის. მათი აზრით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცუდად მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button