მსოფლიოსიახლეები

ტერეზა მეი საზღვრის სადაო საკითხზე გარანტიებს ითხოვს

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საბჭოს სამიტის განსახილველი თემა ბრექსიტია.

შეხვედრას ტერეზა მეიც ესწრება. დიდი ბრიტანეთის პრემიერი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, რომ ბრექსიტის პირობების შესახებ ხელახალი მოლაპარაკებები დაიწყონ. ის კოლეგებისგან პარლამენტართა მხარდაჭერის მოსაპოვებლად ირლანდიის საზღვრის სადაო საკითხზე სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს.

ამ ინიციატივაზე ტერეზა მეიმ ევროკავშირისგან უარი უკვე მიიღო, რის გამოც გუშინდელ სამიტსაც არ დასწრებია. ტერეზა მეის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეგრეთ წოდებული “ბექსთოფი”, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩვეულებრივი საზღვრის მოწყობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის წესების შესრულებას ავალდებულებს და სავაჭრო გარიგებების დადებასაც უზღუდავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button