რეგიონისაქართველოსიახლეები

“აქ აქციას ვერ გამართავენ”

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას.

“როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს არჩევანი – წავიდეს შემდგომი მარგინალიზაციის გზით თუ ჩაეტიოს დემოკრატიული თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში.

“დემოკრატიულად” თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ყველა პირობა შეექმნათ. თუ მათ სურთ მხოლოდ კონფრონტაცია-მარგინალიზაცია, ეს მხოლოდ მათი არჩევანია. მე ვურჩევდი, უფრო დემოკრატიული განვითარების გზა აერჩიათ”, – აღნიშნა გუბერნატორმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button