რეგიონისაქართველოსიახლეები

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ჩუმლაყში. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობენ, რის საშუალებასაც საპატრულო პოლიცია არ აძლევს.

საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები თელავისკენ გადაადგილებას ითხოვენ, რათა დაგეგმილი აქციის გამართვა შეძლონ.

გურჯაანში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებს დახვდნენ ადამიანები, რომლებმაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ცოცხები ესროლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button