მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაპირისპირება პოლიციის უფროსსა და ნიკა მელიას შორის

ველისციხესთან დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა.

მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.

“გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა ნიკა მელაიამ თემურ კუპატაძეს კრიმინალი და კორუმპირებული უწოდა და მიმართა, რომ პოლიციას არ ჰქონდა მათთვის გადაადგილების შეზღუდვის უფლება.

მათ შორის საუბარს ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

მოისმინეთ კონფლიქტის ამსახველი ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button