fbpx
Hereti FM

„გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას“

181
Share Button

„ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას,“ – ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გურჯაანში შექმნილ სიტუაციას.

სამართალდამცავებმა გურჯაანში რამდენიმე ლოკაციაზე გზა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი საკუთარი ძალებით გაათავისუფლეს და თელავის მიმართულებით მიემგზავრებიან.

გრიგოლ ვაშაძე აკრიტიკებს სამართალდამცავებს, რომლებიც ოპოზიციას მხარდამჭერებთან ერთად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.

თელავის ცენტრში, ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.

მოისმინეთ გრიგოლ ვაშაძის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი