რეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში რკინიგზაც გადაკეტილია

საავტომობილო გზის პარალელურად, გურჯაანში, რკინიგზაც გადაკეტილი. აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

დილიდან საპატრულო პოლიციას თელავამდე მისასვლელი გზები დაბლოკილი აქვს. ამ დრომდე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა მხოლოდ გურჯაანის ცენტრამდე შეძლეს მისვლა.

მათი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გაერღვიათ კორდონი და გაეგრძელებინათ გზა თელავისკენ, უშედეგოდ დასრულდა.

ადგილზე პოლიციის საკმაოდ დიდი შემადგენლობაა შეკრებილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button