fbpx
Hereti FM

გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი ერეკლე მეფის სასახლისკენ დაიძრა

234
Share Button

აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც აქციას რუსთაველის გამზირზე მართავდნენ, ერეკლე მეფის სასახლისკენ დაიძრნენ, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეუერთდა.

სოფელ ველისციხესთან კი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები თელავისკენ წავლას ცდილობენ, თუმცა გზა გადაკეტილია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი