რეგიონისაქართველოსიახლეები
ახალი ბარიკადები გურჯაანში

მორიგი ბარიკადები გურჯაანში – საპატრულო პოლიციის მანქანების და ავტობუსის გარდა ადგილზე სახანძრო მანქანა გამოჩნდა. გარდა ამისა, გზის სავალ ნაწილზე ჩაყენებულია სატვირთო მანქანები, რომლებსაც რუსული ნომრები აქვს.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე მოახერხეს საპატრულო მანქანების გადაწევა გზის სავალი ნაწილიდან, თუმცა ამჯერად ადგილზე საკმაოდ დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებია ჩაყენებული.
მოისმინეთ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას ხმა.