მნიშვნელოვანისაქართველო
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციაში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა.
ორბელიანის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილი ფეხით მივიდა. მას ადგილზე ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია და სავარაუდოდ საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დახვდა.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციას დაათვალიერებს. ის სამუშაო კაბინეტს და სარემონტო სამუშაოებსაც მოინახულებს.
ამ დრომდე უცნობია პრეზიდენტის გუნდის შემადგენლობას. 17 დეკემბერს ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილი კვირის ბოლომდე დაასახელებს.