fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გამსახურდიების საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან

357
Share Button

ზვიად გამსახურდიას შვილები უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ შიმშილობას განაგრძობენ. დღეს მათ მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და მთავარ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.

პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრების ამბობენ, რომ ხელისუფლება საქმის გაჭიანურებას და დახურვას განზრახ ცდილობს.

ცოტნე გამსახურდია აღნიშნავს, რომ არაფრის იმედი არა აქვს და უბრალოდ, აკეთებს იმას, რასაც თვლის, რომ  უნდა გააკეთოს.

„მე ვეჭვობ, რომ ამ უნიათობის და ამ ნაცარქექიობის მიღმა დგას პოლიტიკური ნების არარსებობა,“ – ამბობს ასევე კონსტანტინე გამსახურდია.

აქციას საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი, ესწრებოდა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ ქვეყანამ თავისი პირველი პრეზიდენტის საქმე არ გამოიძიოს.

საქმის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, აცხადებს, რომ არსებობს პრეცენდენტული სამართალი, რაც მსგავსი საქმეეების არაეფექტურად წარმართვის გამო კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს.

მოისმინეთ ცოტნე გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, ალეკო ელისაშვილის და ამირან გიგუაშვილის კომენტარები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი