მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ბრიუსელი შეშფოთებულია

ევროკომისია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

საქართველოს მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გაზრდილია თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის განაცხადთა რიცხვი, რაც შეშფოთების მიზეზია.

ბრიუსელში ასევე აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმს სარგებელი მოაქვს ევროპისთვისაც და მისი პარტნიორებისთვისაც, მაგრამ თან ახლავს პასუხისმგებლობაც, შენარჩუნებული იყოს პროგრესი, რომელსაც მხარეებმა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.

“მივესალმები, რომ პარტნიორი ქვეყნები განაგრძობენ ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მოვუწოდებ გააძლიერონ ძალისხმევა არარეგულირებადი მიგრაციის შესაჩერებლად და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად,”- აცხადებს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button