მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მიხაკები, გურჯაანში მობილიზებული ქალი პოლიციელებისთვის

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციელები არიან მობილიზებული. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა რადიო “ჰერეთთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ აქციები აუცილებლად გაგრძელდება. ხოლო ქალის “ობიექტივიზაცია”, რაც სასამართლოსთან, წინა ხაზზე მდგომი ქალი პოლიციელების სიმრავლით გამოვლინდა, ბოკუჩავას აზრით, არასწორია და ეს ფაქტი შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა უნდა შეაფასონ.

მოისმინეთ თინა ბოკუჩავას ხმა.

შეგახსენებთ, გურჯაანის სასამართლომ რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button