მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“შიდა გადატრიალება და პატარა რევოლუცია ხდება”

ბრძოლა გავლენებისთვის – ასე აფასებს “ევროპული საქართველო” იმ პროცესებს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება ითქვას ღია დაპირისპირებაში მოსამართლეების სიის საკითხის დაყენების შემდეგ გადავიდა.

სერგო რატიანის განცხადებით, იგივე მოსამართლეები, რომლებიც “ქართული ოცნების” მმართველობამდეც ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, 6 წლის განმავლობაში ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს.

“ქართული ოცნების” ორ ბანაკად დაშლას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი მოადგილის გადადგომა მოჰყვა. დღევანდელ სხდომაზე ეკა ბესელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა “პატრიოტთა ალიანსმა”. მან შენიშვნაც კი მისცა მმართველი გუნდის იმ წევრს, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოვიდა და მისი განცხადება რეპლიკით დაიწუნა.

ეკა ბესელიას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმაც. ირმა ინაშვილის თქმით, ის, რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში ხდება, არის პატარა რევოლუცია.

მოისმინეთ სერგო რატიანის, დავით ჭიჭინაძის, ბიძინა გეგიძის და ირმა ინაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button