მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პროტესტი, მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის გამო

მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაცემულ პასუხს უწოდებენ „ევროპულ საქართველოში“.

ოთარ კახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების სიის განხილვა გადადო, საბჭომ მურუსიძე უვადოდ გაამწესა. კახიძე თვლის, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება.

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას, აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მურუსიძის დანიშვნა არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებას შორის, ღია კონფლიქტის დემონსტრირება.

მოისმინეთ ოთარ კახიძის და ლევან გოგიჩაიშვილის ხმები.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად, მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. ლევან მურუსიძემ კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 პროცენტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები გასაუბრებაზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გათვალისწინებით ფასდებიან.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საბჭოს წევრებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მყოფ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ჩაატარეს. ამის შემდეგ კი, კენჭი უყარეს.

მოისმინეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, – ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის და ლევან მურუსიძის კომენტარები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას, აპროტესტებს სამოქალაქო სექტორიც.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button