მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ტრამპი 2018 წელს დღეში 15 ტყუილს ამბობდა”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2018 წლის განმავლობაში დღიურად, საშუალოდ, 15 ტყუილს ამბობდა. მისი განცხადებები სპეციალურმა პროგრამამ შეამოწმა და დაამუშავა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ამ პროგრამის გამოთვლებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ტრამპმა 2018 წლის განმავლობაში 7600 ტყუილი თქვა. ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია – 2017 წელს პრეზიდენტმა 1989 ტყუილი თქვა.

პროგრამის გამოთვლის თანახმად, ტრამპის მიერ ნათქვამი ტყუილების რაოდენობა განსაკუთრებით ივნისის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, თუ მანამდე ტრამპი თვეში 200-250 ცრუ განცხადებას აკეთებდა, ივნისში მათი რაოდენობა 500-მდე გაიზარდა და მას შემდეგ იზრდება.

სექტემბერში ტრამპმა 600 ტყუილის შემცველი განცხადება გააკეთა, ოქტომბერში – 1200, ნოემბერში – 900. დეკემბერში კი, ტრამპი წლის დასაწყისის ნიშნულს დაუბრუნდა და 200-მდე ტყუილი განცხადება თქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button