მსოფლიოსიახლეები

მაგნიტოგორსკში მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული

მაგნიტოგორსკში სპეცრაზმმა ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქცია. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავები 31 დეკემბერს ჩამონგრეულ შენობასთან ახლოს მდებარე კორპუსში შევიდნენ და მეშვიდე სართულზე მცხოვრები კაცის დაკავებას ცდილობენ. საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობიდან ისმოდა სროლის ხმაც.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქება 31 დეკემბრის დილას მოხდა. პირველ იანვარს აფეთქდა სამარშრუტო ტაქსიც. მედიის ცნობით, ავტომობილში ტერორისტები იმყოფებოდნენ. სამი მათგანი ლიკვიდირებულია, ერთი კი გაიქცა.

ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, ხოლო 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button