
სამხრეთკორეული ბენდი სახელწოდებით „BLACKPINK“ პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე „Coachella“-ზე იმღერებს. ფესტივალის 20-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მსმენელთა წინაშე კეიპოპ ჯგუფი წარდგება. მუსიკოსები ფესტივალზე ორჯერ – 12 და 19 აპრილს წარსდგებიან.
“კოაჩელას” მთავარი ჰედლაინერები ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Childish Gambino, ავსტრალიური ფსიქოდელიური როკ ჯგუფი Tame Impala და პოპვარსკვლავი არიანა გრანდე იქნებიან. ფესტივალი 12-14 და 19-21 აპრილს კალიფორნიის ქალაქ ინდიოში გაიმართება.
სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევრია კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du, რომელიც 2018 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.