
ბარსელონაში „დედეს“ ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე თავად ფილმის ავტორი მარიამ ხაჭვანი წერს.
ფილმის ჩვენება 28 თებერვალს Cinemes Sant Cugat-ის დარბაზში იგეგმება.
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ნამუშევრის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.
კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.