მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ვანში სამართლადამცველებს შორის რესტორანში ჩხუბი მოხდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/01/policia-2.jpg)
სამართალდამცველებს შორის ვანის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.