რეგიონისაქართველოსიახლეები
გარდაბანში ცხენების ქურდობისთვის ერთი პირი დაკაავეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/01/police.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარდაბანში ცხენების ქურდობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრებ მოქალაქეებს 4 ცხენი მოჰპარა. პოლიციამ მოპარული ცხენები ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან იმავე დღეს ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.