მსოფლიოსიახლეები

Washington Post-ი, ტრამპი-პუტინის საიდუმლო საუბრების შესახებ

Washington Post-ის სტატიის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საგანგებო შეხვედრის გამართვა დაანონსა.

კომიტეტის ხელმძღვანელის, ელიოტ ენგელის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომ ტრამპის მიერ პუტინთან შეხვედრის დეტალების დამალვაზე საგარეო კომიტეტში მოსმენა გაიმართება.

ელიოტ ენგელმა დასძინა, რომ კრემლის ლიდერთან ყოველი შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში დაბრუნებული პრეზიდენტი აუდიენციის დეტალებზე არაფერს ამბობს.

„ჩვენ გავმართავთ მოსმენას ტრამპსა და პუტინს შორის საიდუმლოებებთან და უცნაურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ამერიკა იმსახურებს სიმართლეს, საგარეო კომიტეტი ამ საქმეს ბოლომდე გამოიძიებს. განვიხილავთ იმ საკითხსაც, თუ როგორ ახდენს ეს ბნელი გარიგებები გავლენას ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე“- აცხადებს ელიოტ ენგელი.

გამოცემის ინფორმაციით, 2017 წელს ჰამბურგში გამართულ “დიდი ოცეულის” სამიტზე, ტრამპმა თავისი თარჯიმნისგან შენიშვნების ფურცელი აიღო და გააფრთხილა, რომ მომხდარი არ განეხილა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შეხვედრას რექს ტილერსონიც ესწრებოდა, რომელიც მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

12 იანვარს The New Your Tuimes-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) აღძრა საქმე, თითქოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მუშაობდა რუსეთისთვის.

სამართალდამცველებს 2017 წლის მაისში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ მაშინ აღუძრა ეჭვის საფუძველი, როდესაც პრეზიდენტმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ შეისწავლა წარმოადგენდა თუ არა დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button