კულტურამოზაიკა

Super Bowl-ის მომღერლების სია ცნობილია

ცნობილი გახდა იმ მუსიკოსთასია, რომლებიც 2019 წლის Super Bowl-ზე გამოვლენ. ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გრანდიოზული სპორტული მოვლენის მთავარი შემსრულებელი იქნება ჯგუფი Maroon 5, რომელსაც შეუერთდებიან რეპერი ტრევის სკოტი და დუეტ „აუტკასტის“ მონაწილე Big Boi.

Super Bowl-ზე გამოსვლაზე რიანამ და კარდი ბიმ უარი განაცხადეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემსრულებლებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ამრიკული „ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ“ იგივე (NFL) აკრძალა ფეხბურთელი, კოლინ კაპერნიკის ჟესტი, რომლითაც მან გააპროტესტა აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე.

შეგახსენებთ: ამერიკული ფეხბურთის სეზონის მთავარი მატჩი, ატლანტაში 3 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button