კულტურამოზაიკა

მისი ელიოტი „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს

კიდევ ერთი ავტორი შეემატა ,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს” . ამჯერად ის ყველასთვის ცნობილი, ამერიკელი რეპერი,მომღერალი მისი ელიოტია. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

https://www.instagram.com/p/BsirFbQgB6V/?utm_source=ig_embed

„ვულოცავ ყველა საოცარ კომპოზიტორს, რომლებიც ,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში” შეიყვანეს. ასევე მათ, ვინც ნომინირებული იყვნენ. მადლობელი ვარ და ახლაც სიხარულის ცრემლები მომდის,” – წერს მისი ელიოტი.

მისი ელიოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა1989 წელს, R&B ჯგუფში სახელწოდებით „Sista“ დაიწყო, მოგვიანებით კი მან ჰიპ-ჰოპ კოლექტივ „Swing Mob“-ში განაგრძო მუშაობა. ხოლო, სადებიუტო სოლო ალბომი „Supa Dupa Fly“ არტისტმა 1997 წელს ჩაწერა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button