მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ქარის შედეგად დაზიანებულია მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელი, საგზაო ნიშნები და სარეკლამო ბანერები. ასევე ხუთ ბალამდე შტორმია ბათუმის სანაპიროზე.

ამ დრომდე ჩაკეტილია შავშეთის ქუჩა, სადაც 5-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის საშიშროებაა. ამ ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. პრობლემებია ასევე პუშკინის ქუჩაზეც, სადაც მრავალსართულიანი კორპუსიდან ქარმა ფანჯრები ჩამოყარა.

ორი ადამიანი დაშავდა ხახულის ქუჩაზე კერძო სახლიდან გადავარდნის შედეგად. ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მეორე კი, მცირედი დაჟეჟილობით, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად მოქალაქეების დაშავების და ავტომობილების დაზიანების 17 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

იანვრის დასაწყისში, ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის ჩამოვარდნას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button