მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარი ლიბიაში იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მოისმინეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის ხმა.

ქართველი მეზღვაური 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა.

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრები მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ისინი ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ დავით რაზმაძე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს გაუჩინარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button