მსოფლიოსიახლეები

FBI ინფორმატორებს ფულს ვეღარ უხდის

FBI ინფორმატორებსა და თარჯიმნებს ვეღარ გადაუხდის. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ეს შეზღუდვა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის Shutdown-ის ფარგლებში დაწესდა. Shutdown-მა, რომელიც უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება და რაც სახელმწიფო ორგანოების ნაწილობრივ დაბლოკვას გულისხმობს, აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობა არსებითად შეზღუდა.

FBI-ის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ანონიმური საპროტესტო წერილი
Shutdown-თან დაკავშირებით. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ამ ფინანსური შეზღუდვის გამო ბიურო ვეღარ უხდის ფულს ინფორმატორებსა და თარჯიმნებს. მრავალგვერდიანი ანგარიში, რომელშიც თანამშრომლების ანონიმური კომენტარებია მოცემული, 22 იანვარს ფედერალური გამოძიების ბიუროს თანამშრომლების ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა. “რამდენადაც FBI ვეღარ უხდის თავის ინფორმატორებს, არსებობს რისკი სამუდამოდ დაიკარგონ ეს ადამიანებიც და მათი ინფორმაციაც” – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო, რომლის სიტყვებიც მოცემულია ანგარიშში.

FBI-ის სხვა ფილიალში კი თანამშრომლებმა საყვედური გამოთქვეს, რომ მათ არ აქვთ ფული, რათა დეენემის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტები ან თუნდაც პრინტერის ჩვეულებრივი ქაღალდი შეიძინონ. ერთ-ერთი აგენტი კი აცხადებს, რომ ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს გასაიდუმლოებული ოპერაციები, რომელთა დროსაც აგენტები ნარკოტიკებს ან იარაღს ბოროტმოქმედებისგან ყიდულობენ. “ამ მეთოდს ჩვენ ვიყენებთ, რათა ამ დაჯგუფებებს ვუთვალთვალოთ და ქუჩები გავწმინდოთ ნარკოტიკებისა და იარაღისგან.” – აღნიშნა FBI-ის თანამშრომელმა.

“Shutdown -ის ყოველი დღე გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობას უფრო და უფრო აფერხებს”- განაცხადა FBI-ის აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელმა ტომ ო’კონორმა პრესკონფერენციაზე. როგორც მან დასძინა, ამით გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებული ოპერაციები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ძალიან ზარალდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button