fbpx
Hereti FM

ნაომი ოსაკა მსოფლიოს პირველი ჩოგანია

137
Share Button

იაპონელი ნაომი ოსაკა მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანია.

ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა და იაპონელი ნაომი ოსაკა თამაშობდნენ. აქამდე, კვიტოვას ორჯერ ჰქონდა მოგებული უიმბლდონი, ოსაკა კი, აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ავსტრალიის ღია ფინალში
ორივენი პირველად თამაშობდნენ. ამ მატჩს დამატებითი დატვირთვა ჰქონდა – მოგებული მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ხდებოდა.

7:6(2), 5:7, 6:4 ორასათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ.
ასე რომ, 21 წლის ოსაკამ “დიდი სლემის” ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ის არის პირველი იაპონელი, ვისაც მელბურნში მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი