მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინააღმდეგ

სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და მოსამართლე ლევან მურუსიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილე ირაკლი კაკაბაძემ ლევენ მურუსიძეს ჰკითხა, რატომ არ გადადგა თანამდებობიდან მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა. ლევან მურუსიძემ პასუხს თავი აარიდა. აქციის მონაწილეებმა “რედისონისკენ” მიმავალი მურუსიძე,
სადაც საინიციატიო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, შეძახილებით და სტვენით გააცილეს.

მოისმინეთ აქციის მონაწილეთა და ლევან მურუსიძის ხმები.

აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს ასევე, სასტუმროსკენ მიმავალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინათინ ბოკუჩავა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ იმ სიას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში წლებია არსებობს კითხვები. აქციის მონაწილეთა თქმით, პარლამენტში არჩეული ადმიანების მხრიდან მსგავსი საქციელი სამარცხვინოა და მათ თანამდებობა უნდა დატოვონ. „ნაცმოძროაბის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას აქციის მონაწილეებმა სამარცხვინო უწოდეს, ვინაიდან მათი შეფასებით, ბოკუჩავა წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემურად დაიწყო სასამართლო ხელისუფლების ნგრევა.

ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო რედისონთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რომ, “კლანური მმართველობა” დასრულდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას, დატოვონ თანამდებობა. ასევე, თანამდებობიდან გადადგნენ “არსებული კლანის” ლიდერები და წლების განმავლობაში, “უსამართლო მართლმსაჯულების შემოქმედი” მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

აქცია მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, რომელშიც მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button