მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ტირაჟირებით ებრძვიან”

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარლამენტარ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ჭიჭინაძის შეფასებით, ბრძოლა უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. მმართველი გუნდიდან გარიცხული დეპუტატი ამ ბინძურ კამპანიას სწორედ ბესელიას დასასჯელად წამოწყებულ პროვოკაციას უწოდებს და ხელისუფლებისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიასთვის მიუღებელია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებოდეს. კაკულია მოუწოდებს პროკურატურას, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს.
მოისმინეთ დავით ჭიჭინაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გიგა ბოკერიას და რომან კაკულიას განცხადებები.