fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონის გადახდა დაეკისრა

400

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოში დეპორტირებულ 1.500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ, ხოლო ერთი მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2.000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

“სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზაციის მექანიზმის საკითხი გადაწყდება ქართული მხარის მიერ გარანტიების წარდგენის საფუძველზე, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის კონტროლის ქვეშ, რათა მოხდეს ფულადი სახსრების სამართლიანი განაწილება ინდივიდუალურ განმცხადებლებზე დადგენილი განრიგით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი