მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის “მიმინოდან” შიდა ავიარეისების აღდგენა იგეგმება

თელავის აეროპორტიდან, რომელიც ერეკლე მეორის სახელობისაა, თუმცა “მიმინო” ჰქვია, წელს გაზაფხულიდან შესაძლოა, ავიარეისები შესრულდეს ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ  საკითხი ჯერ მოლაპარაკების საგანია და თუ დადებითად გადაწყდა, ავიარეისები დაინიშნება.
თუ თელავიდან შიდა ავიარეისები მართლაც დაინიშნა, მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება. თელავის აეროპორტიდან შიდა რეისების შესრულება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეწყდა.

გიორგი ალადაშვილის და ნატალია შუბითიძის რეპორტაჟი ►

თელავის “მიმინოდან” შიდა ავიარეისების აღდგენა იგეგმება

მსგავსი პოსტები

Back to top button