მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქოსთან კარავი გაშალა. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნა და დეკანოზი აზიარონ. პატიმრის ოჯახის წევრები იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ამ დრომდე წმინდა სინოდს ე.წ. ციანიდის საქმეზე საკუთარი პოზიცია არ დაუფუქსირებია. მოთხოვნების შესრულებამდე, ისინი საპატრიარქოსთან დარჩენას აპირებენ.

როგორც ოჯახის წევრებიი ამბობენ, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მათ დაჰპირდა, რომ დეკანოზს შობამდე აზიარებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც. დეკანოზის ოჯახის წევრები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button