მსოფლიოსიახლეები

ალპებში ზვავს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

ალპებში ჩამოწოლილ რამდენიმე ზვავს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Local-ი წერს.

იტალიის ქალაქ აოსტას რაიონში 5 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, ავსტრიის საზღვართან მდებარე ქალაქ ბალცანოში ზვავს 18 წლის მოთხილამურე, ლომბარდიაში კი სნოუბორდისტი ემსხვერპლნენ.

1 მსხვერპლი საფრანგეთში იპოვეს, 2 გარდაცვლილი ტურისტი კი შვეიცარიაში. 52 წლის ადამიანი გარდაიცვალა აგრეთვე ავსტრიაშიც, სადაც მაშველებმა 9 მოთხილამურე გადაარჩინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button