მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს შეხვდა

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობა დატოვა. მისი განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შეხვედრა შედგება ყველა იმ საქმის პროკურორთან, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ასევე მისი შვილის საქმეს იძიებს.

მისივე განცხადებით, შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სარალიძე ამბობს, რომ გენერალურმა პროკურორმა არ იცის ის პრეტენზიები, რომელიც მას საქმეების წარმოებასთან დაკავშირებით აქვს.

მთავარ პროკურორთან შესხვედრამდე, ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მის ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. მას გატეხილი აქვს თავი.

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა და აცხადებდა, რომ ტერიტორიას არ დატოვებდა, ვიდრე პროკურატურიდან არ მიიღებდა კითხვებზე პასუხს. თუმცა, პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ პროკურატურა მზად იყო, მას მომავალი კვირის სამშაბათს შეხვდროდა.

ინციდენტის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს. ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button