მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გათიშული ელექტროენერგია, “გაზპრომბანკი” და სამხედრო ინტერვენციის მოლოდინი

კარაკასში, მაშინ, როდესაც ვენესუელის რეჟიმის ლიდერი, ნიკოლას მადურო უცხოური პრესისთვის პრესკონფერენციას მართავდა, შენობაში დენი გაითიშა. ინფორმაციას bloomberg ავრცელებს.

სიბნელეში მადურომ თავის ენერგეტიკის მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ ჩაქრა შუქი. ლუის მოტა დომინგესმა უთხრა, რომ შეამოწმებდა.

“შენ ისედაც უნდა იცოდე”- უპასუხა მადურომ.

ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენესუელის ნავთობკომპანიას საბანკო ანგარიშები რუსულ „გაზპრომბანკში“ გადააქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ვენესუელური კომპანია ნავთობის რეალიზაციიდან გამომუშავებული თანხის რუსულ ბანკში გადატანის შესახებ კლიენტებს ატყობინებს. ამასთან ერთად, ვენესუელური სახელმწიფო კომპანია უცხოელი პარტნიორებისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტონ, განაგრძობენ თუ არა მომავალში მასთან თანამშრომლობას.

სანქციები ვენესუელას აშშ-მა დაუწესა. ფინანსური აკრძალვები კომპანიის აქტივების გაყინვას და მასთან თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმის შესაჩერებლად შესაძლოა, უცხოური სამხედრო ინტერვენცია გახდეს საჭირო.

ამის შესახებ განცხადება ხუან გუაიდომ გააკეთა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლად აღიარა.

ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა ძლიერი ზეწოლა, რომ მადურომ პოსტი დათმოს და შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ზეწოლის ყველაზე ეფექტური ფორმა იყოს.

ხუან გუაიდო ამბობს, რომ ნიკოლას მადურო დიქტატორია, რომელმაც კონსტიტუციაც თავის ინეტრესებს მოარგო და ძალაუფლებაზე უარს არ იტყვის.

ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსაც მიმართა და სთხოვა, საზღვარი გახსნას და ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედროებს მიანიშნა, რომ მადუროს რეჟიმი მათ ადამიანის წინაშე სამხედრო დანაშაულის ჩადენას აიძულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button