fbpx
Hereti FM

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია

138
Share Button

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.

გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა, რომესაც 13,000 ხმა მოუგროვდა.

დაჯილდოების ცერემონიის გამართვის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი