კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები
ბათუმში 87 წლის ქალი დაყაჩაღეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/02/yachagoba.jpg)
ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სახლი გაძარცვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს 87 წლის ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა. მას მძარცველებმა პირიც აუკრეს. თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად. ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.