მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს 24 წიგნის წაკითხვა მიესაჯა

სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მოქალაქეს, 75 წლის მამაკაცს ალი შაჰინს პრეზიდენტ რეჯჰებ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის წიგნების კითხვა მიუსაჯა. მან 24 წიგნი უნდა წაიკითხოს, მათ შორის, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მამაკაცს ბრალად ედება ის, რომ დაუშვა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერდოღანის წინააღმდეგ სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში ყოფნის დროს. ასაკოვანი მამაკაცი წაყენებულ ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამების მსხვერპლია.

სასამართლომ მას თავისუფლება არ აღუკვეთა, მაგრამ დაავალდებულა 24 წიგნი წაიკითხოს, მათ შორს პრეზიდენტის ბიოგრაფია, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლათა კრებული, 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ წიგნი, ასევე ისტორიული და რელიგიური ლიტერატურა.

იმის მიუხედავად, რომ შაჰინის ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მამაკაცმა ლიტერატურის კითხვა უკვე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button