მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მატროსოვის ციხიდან, იშემიური შეტევის დიაგნოზით, ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულს, წინასწარი დიაგნოზით, ჰიპერტონული კრიზი და თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აღენიშნებოდა, რის გამოც, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, საავადმყოფოში დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის კვლევები მიმდინარეობს და იგი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.

მამა გიორგი ციხეში შეუძლოდ 18.38 საათზე გახდა, მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ უჩვენა, რის გამოც, გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. 21.35 საათზე მატროსოვის ციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ისევ გამოიძახეს, რის შედეგადაც მსჯავრდებული შემდგომი კვლევებისათვის ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსდა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button